03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
საყდრისის საბადო - დაპირისპირებული მხარეები

გააგრძელებს თუ არა საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე "არემჯი გოლდი" სამუშაოებს, - ეს ამ დრომდე უცნობია. უცნობია ისიც, თუ რა ბედი ეწევა თავად საბადოს.

ბოლო დღეებია საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი  როგორც პოლიტიკურ, ასევე არაპოლიტიკურ წრეებშიც მთავარი განსახილველი საკითხია.

ადგილობრივები და კომპანია "არემჯი გოლდის" თანამშრომლები მეორე დღეა შიმშილობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ არ შეჩერდეს საბადოზე სამუშაოები.

მოქალაქეთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში ჩივიან და საყდრისში განახლებულ სამუშაოებს არასამართლიანად აფასებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები