03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
სირიაში 18 წლის პანკისელი გარდაიცვალა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 18 წლის ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი ისრაფილ ცათიაშვილი სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ინფორმაცია „რუსთავი 2“ - ს პანკისელებმა დაუდასტურეს.
გარდაცვლილი ცათიაშვილების ოჯახის მეორე წევრია, რომელიც სირიაში გარდაიცვალა. ერთი თვის წინ სირიაში მისი ძმა, 21 წლის ზელიმხან ცათიაშვილი დაიღუპა.
ისინი ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, იგივე ომარ ალშიშანთან დაახლოებული პირები იყვნენ.
ხეობაში უკვე მუშაობს „რუსთავი 2“ ის გადამღები ჯგუფი და დეტალები გაიგეთ უკვე დილის კურიერში.

ამავე თემაზე
დღის ამბები