03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
გროზნოში დაკავებულ ქართველს 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

გროზნოში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ბესლან წინწალაშვილს სასამართლომ 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად. ვიდეო მასალას რუსული ტელე არხები ავრცელებენ.

წინწალაშვილს ბრალად ედება ჩეჩნეთის ორი მოქალაქის გადაბირება და საქართველოს გავლით სირიაში მებრძოლებად გადაყვანის მცდელობა. მან ბრალი პროცესის დაწყებისთანავე აღიარა, რის შემდეგაც სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა 6-ით შეუცვალა.

ბესლან წინწალაშვილი ჩეჩნეთში რამდენიმე კვირის წინ დააკავეს.

დღის ამბები