03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ტელეკომპანიებში სარეკლამო დრო უსამართლოდ არის გადანაწილებული

უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ემხრობა და აცხადებს, რომ მედია გათავისუფლებულია იმ ზეწოლისგან, რომელიც აქამდე იყო. მისი თქმით, მიუღებელი იყო, როდესაც 24 საათის განმავლობაში რეკლამისთვის მაუწყებლის დროის 20% ნაწილდებოდა მხოლოდ Prime Time-სა და კონკრეტულ გადაცემებზე.

ცვლილებები მისაღებია უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის თამარ კორძაიასთვის, რომელიც ყურადღებას ევროკავშირის მოთხოვნებზე ამახვილებს.

კორძაია აცხადებს, რომ ევროკავშირის სტანდარტის თანახმად, საეთერო დროის 20% უნდა იყოს რეკლამა და ის პროპორციულად უნდა გადანაწილდეს ყველა გადაცემაზე.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ. კვლავ სადავო რჩება რამდენიმე საკითხი, მათ შორის ეთერში რეკლამის განთავსების ხანგრძლივობის შესახებ და როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს რეგულაცია.

კანონპროეტის მიხედვით, 2015 წლიდან საათში რეკლამის ოდენობა მხოლოდ 20% უნდა იყოს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ახალი რეგულაცია კიდევ უფრო გააუმჯობესებს მედიასივრცეში არსებულ ვითარებას და ყველა ტელეკომპანიას თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები