03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევამდე რამდენიმე საათი რჩება

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვალერი გელაშვილი ზეწოლას იმ პირებზე, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, კატეგორიულად უარყოფს.

გელაშვილის თქმით, მან მან გურამ საღარაძესა და რომან რურუას აუხსნა, რომ უკეთ შეძლებდა ფედერაციის მოვლას და სთხოვა მათ მხარში დადგომოდნენ.    

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი მაკასარაშვილი კი აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა ფედერაციაში დემოკრატიული პროცესების წარმართვა.

„ჭიდაობის ფედერაცია არის ლაკმუსის ქაღალდივით. თუ ფედერაციამ აირჩია ის, ვინც უნდა, ე.ი., ქვეყანაში დემოკრატიაა, თუ ვერ აირჩიეს, დემოკრატია საქართველოში ეჭვქვეშ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ და დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ.”

შეგახსენებთ, რომ 109 დელეგატმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. პრეზიდენტად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ვალერი გელაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია და ყოფილი მოჭიდავე და ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი მაკასარაშვილი იყრიან კენჭს.

დღევანდელი გამარჯვებული ფედერაციას ორი 2 წლით უხელმძღვანელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები