03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ფემენის" აქტივისტები ვატიკანის ცენტრში წელს ზევით გაშიშვლდნენ

მოძრაობა "ფემენის" აქტივისტებმა ვატიკანის ცენტრში პროტესტის ნიშნად გაიხადეს. ისინი ამჯერად აბორტისა და სამოქალაქო ქორწინების საკითხებზე ეკლესიის პოზიციას აპროტესტებდნენ.

ისინი ხმაურიანი საპროტესტო შეძახილებით შობას წმინდა პეტრეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვიდნენ, თუმცა ვატიკანის პოლიციამ გოგონები გამოჩენისთანავე დააკავა. "ფემენის" აქტივისტები ვატიკანში მსგავს აქციებს სხვადასხვა თემაზე პერიოდულად მართავენ, რაც ყოველთვის მათი დროებითი დაკავებით სრულდება.

დღის ამბები