03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
საყდრისის მცველები საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმებიან

საყდრისის დაცვის კომიტეტი მოხარულია, რომ პარლამენტმა საზოგადოების პოზიცია გაიზიარა და უძველესი არქეოლოგიური ძეგლის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა. კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ახლა ისინი კულტურის მინისტრის მხრიდან კონკრეტულ დასკვნას ელოდებიან, საიდანაც გაირკვევა, თუ რა მოხდა საყდრისში.

„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. პარლამენტი აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე. ვულოცავთ საყდრისის ყველა დამცველს ამ გადაწყვეტილებას და გვაქვს, რომ დაიწყება გამოძიება საყდრისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოხდება ის, რომ კულტურის მინისტრი ერთხელ და სამუდამოდ გამოიტანს დასკვნას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა საყდრისში,” - ამბობს ირაკლი მამალაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები