03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი მასწავლებლების ხელფასების ზრდას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მასწავლებლების ხელფასების ზრდას ასახელებს და მომავალი წლიდან მისი 70%-ით ეტაპობრივი ზრდის დაპირებას იძლევა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება და განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით.

„თუ ეს სფერო არ განვითარდა, ვერ გავუწევთ კონკურენციას თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტულის სტრატეგია 2020 წლამდე. განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე, ახლავე ვამზადებთ მყარ საფუძველს იმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი თაობა,” - განაცხადა სქართველოს პრემიერ-მინისტრმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები