03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
პარლამენტში ჩხუბია - მანდატურები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებენ [ვიდეო -ფოტო]

პარლამენტში ამ წუთებში ჩხუბია. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.  მანდატურები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებენ. 

ჩხუბი უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ  უმცირესობას ყველა დელეგაციაში უნდა ჩამოერთვას ერთი კვოტა, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა.

ჩხუბი კი უმცირესობის  წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის უცენზური მიმართვებს მოჰყვა. მან სესიაზე, ჩართულ მიკროფონში რამდენჯერმე შეიგინა ხელისუფლების მისამართით, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.      

ამავე თემაზე
დღის ამბები