03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
დეპუტატები ერთმანეთს მიკროფონებს ესვრიან - მორიგი ჩხუბი პარლამენტში

დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში მანდატურები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდნენ.

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მიკროფონები მოგლიჯა და  გოგა ხაჩიძეს ესროლა.

ჩხუბი უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ  უმცირესობას ყველა დელეგაციაში უნდა ჩამოერთვას ერთი კვოტა, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა.

ჩხუბი კი უმცირესობის  წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის უცენზური მიმართვებს მოჰყვა. მან სესიაზე, ჩართულ მიკროფონში რამდენჯერმე შეიგინა ხელისუფლების მისამართით, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.   

      

ამავე თემაზე
დღის ამბები