03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
უმცირესობამ სხდომა დატოვა

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანდატურები სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

უმცირესობამ სხდომა დატოვა. მიუხედავად ამისა, სესიის განახლება მაინც ვერ ხერხდება.    

ჩხუბი უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ  უმცირესობას ყველა დელეგაციაში უნდა ჩამოერთვას ერთი კვოტა, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ სხვა რეალობა შეიქმნა.

ჩხუბი კი უმცირესობის წარმომადგენლის აკაკი ბობოხიძის უცენზური მიმართვებს მოჰყვა. მან სესიაზე ჩართულ მიკროფონში რამდენჯერმე შეიგინა ხელისუფლების მისამართით, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები