03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
პარლამენტში საყდრისზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

საპარლამენტო უმცირესობა საყდრისზე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ეს მოთხოვნა დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური დადგენილების მიღება მოსთხოვეს, რომლითაც მთავრობას პარლამენტი რეკომენდაციით საყდრისზე სამნუშაოების ჩერებას მოსთხოვდა.

უსუფაშვილმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ამ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს. 

„ვერ დავაყენებ საკითხს, რომელიც არ არის ბიუროს გადასაწყვეტი, ხომ არ შევიტანოთ ცვლილებები კონსტიტუციაში?“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

პარლამენტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საყდრისის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. თუმცა, ამ დრომდე არ განსაზღვრულა კომისიისთვის საჭირო კვოტები, რის გამოც ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს მსგავსი ტიპის კომისიის შექმნას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გადაწყდება საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები