03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
როდის შეიქმნება საყდრისის პროცესების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია?

საყდრისის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დღის ბოლოს მიიღეს.

კომისიის შექმნის შემთხვევაში კვოტების რაოდენობა ცნობილია, - "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარიდან ერთს "თავისუფალ დემოკრატებს" დაუთმობს. სულ კომისიაში მმართველი გუნდიდან - 6, "თავისუფალი დემოკრატებიდან" - 2, "ნაციონალური მოძრაობიდან" - 3 დეპუტატი შევა. 2 კვოტა კი დამოუკიდებელ დეპუტატებზე გადანაწილდება.

კომისიამ, შესაძლოა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზეც იმუშაოს.

კომისიის შექმნის საკითხი გუშინ გადაწყდა. თუმცა, დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს საკითხი კითხვის ქვეშ დადგა. ირაკლი ღარიბაშვილმა საყდრისზე სამუშაოების გაგრძელებას დღეს ღიად დაუჭირა მხარი და ის სპეციალისტები გააკრიტიკა, რომლებიც საყდრისის კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ. 

საყდრისზე სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო ლიცენზიის ვადა კომპანია "RMG გოლდს" 31 დეკემბერს ამოეწურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები