03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
წყალდიდობა მალაიზიაში [ფოტო-ვიდეო]

მალაიზიაში წყალდიდობაა, ასობით ადამიანი თავშესაფარს ეძებს. სტიქიურ ზონად, საერთაშორისო მედიის ცნობით, აღმოსავლეთ მალაიზია სახელდება. აქ ვითარება საგანგაშოა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ღიაცისქვეშაა დარჩენილი. მათ არც საკვები და არც სასმელი არ გააჩნიათ.

bbc-ის ცნობით, ვითარება მალაიზიაში ყოველ საათში უარესდება. 

მოსახლეობაში პანიკაა. ისინი ერთმანეთს საჭმლის გამო ფიზიკურადაც კი უპირისპირდებიან.

მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი. ათობით ადამიანი კი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.

სინოპტიკოსთა ცნობით, წვიმიანი და ქარიანი ამინდები მალაიზიაში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლებას უმოქმედობაში დანაშაულებს.

მალაიზიაში მიმდინარე პროცესების პარალელურად BBC ავრცელებს ფოტო და ვიდეორეპორტაჟს, სადაც მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტთან ერთად გოლფს თამაშობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები