03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
დახმარების ფონდი ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში

"საქართველო უკრაინისთვის" - ასე ჰქვია საქველმოქმედო ფონდს, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასახმარებლად მეგობრებმა შექმნეს.

ფონდის დამფუძნებლების განმარტებით, ქართველ ჯარისკაცებს ყველა ხარჯის დაფარვა თავად უხდებათ და ხშირად საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ. ამიტომ ქართველი მოხალისეების მეგობრები "მებრძოლთა ღირსეული არსებობისთვის" შემოწირულობების შეგროვებას იწყებენ.

გახსნილია სპეციალური ანგარიში. ასევე მოქმედებს სატელეფონო ნომერი 0901900939. ზარის განხორციელება ყველა აბონენტს შეუძლია, ზარის ღირებულა ერთ ლარს შეადგენს. 

დღის ამბები