03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პრეზიდენტი სოფლის ბიბლიოთეკებს 500-ლარიან ვაუჩერებს ურიგებს

პრეზიდენტის ინიციატივით სოფლის ბიბლიოთეკებში ახალი წიგნები გაჩნდება. თითოეული დასახლებისთვის 500 ლარი პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. 

"სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ირჩევენ წიგნებს თავიანთი ბიბლიოთეკებისთვის. დაფინანსება მისცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, როდესაც წიგნი თავისი გამომცემლისგან მიდის პირდაპირ რაიონში ბიბლიოთეკაში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავად ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ამბობს, რომ წინა წლებში ბიბლიოთეკების ფონდები, განსაკუთრებით სოფლის ბიბლიოთეკების ფონდები, არ შევსებულა. ამიტომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესვე ბიბლიოთეკარებს სასურველი ლიტერატურის შერჩევის და ვაუჩერით შეძენის საშუალება ჰქონდათ.

პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

ამავე თემაზე
დღის ამბები