03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

ელიავას ბაზრობის ნაწილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილების ნაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ სხვა ჯიხურებზე გავრცელდა. 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვადრატურლი მეტრი ფართობი.

შემთხვევის ადგილზე 11 სახანძრო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

დღის ამბები