03 ოქტომბერი 2024,   13:06
ვრცლად
რატომ არ გავიდა "სუბიექტური აზრი" "მაესტროს" ეთერში?

"გადაცემა დღეს ეთერში რომ გასულიყო, უნდა გველაპარაკა "მაესტროს" დაპირისპირებულ მხარეებზე და ორივე მხარესთან მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ამიტომ ამ გადაცემაში მე ვერ ვისაუბრებდი," - ასე ხსნის გადაცემა "სუბიექტური აზრის" ერთ-ერთი წამყვანი, ნათია გამცემლიძე "რუსთავი2"-თან დღეს გადაცემის ეთერში არ გასვლას.

"მაესტროს" გადაცემა "სუბიექტური აზრი" დღეს ეთერში არ გავიდა. "მაესტროში" ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი გაჩნდა ეჭვი, რომ ტელეკომპანია ამ გადაცემის წამყვანებმაც დატოვეს. თუმცა, ამ ინფორმაციას ნათია გამცემლიძე უარყოფს და "რუსთავი2"-თან საუბრისას ამბობს, რომ ტელეკომპანია არ დაუტოვებია არც მას და არც მის თანაწამყვანს ალექსანდრე ელისაშვილს.

რაც შეეხება გადაცემას, ნათია გამცემლიძე ამბობს, რომ გადაცემა მეორე სეზონში რა ფორმატით გავა, ეს უკვე არხის რეორგანიზაციის შემდეგ გაირკვევა, რადგან  ამჟამად არხის სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს.      

ამავე თემაზე
დღის ამბები