03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
რა ჯდება საახალწლო სუფრა?

„რუსთავი 2“ შეეცადა საახალწლო ბაზარში გაერკვია - რა დაჯდებოდა ის ელემენტარული პროდუქტები, რაც ახალი წლის ტრადიციულ სუფრაზეა.

საჭირო რაოდენობის ხორცი, ბოსტნეული და ტკბილეული 400 ლარი დაჯდა. ამ თანხაში „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა მხოლოდ ერთი ბოთლი შუშხუნა ღვინის შეძენა შეძლეს.

ირკვევა, რომ პროდუქტების ღირებულება წელს გაზრდილია, თუმცა შემცირებულია მყიდველების რაოდენობა, შესაბამისად გამყიდველების ნაწილს ისევ ძველ ფასებში უწევთ გაძვირებული პროდუქტის გაყიდვა, რაც მათთვის წამგებიანია. 

ტელეკომპანიის მიერ შეძენილი პროდუქტები მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა.

დღის ამბები