03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
ისანში ხანძარს 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს თბილისში 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა  ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სამხერდო ჰოსპიტალის ძველ შენობაში მოხდა. ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 7 წლის ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ. სამივე ბავშვს ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დრომდე მძიმედაა ბავშვების მამა, რომელიც დამწვრობის ცენტრში უგონო მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ხანძარი ბავშვების ოთახში მაშინ გაჩნდა, როდესაც მათ ეძინათ. მამამ ოთახში შესვლის მიზნით შუშა ჩაამტვრია, რა დროსაც სხეულზე ჭრილობები მიიღო და ბევრი სისხლი დაკარგა.

ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 1 თვისაა. დაზარალებულების მეზობლები ყვებიან, რომ ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალის ძველ შენობაში ამჟამად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

დღის ამბები