24 დეკემბერი 2024,   22:12
ვრცლად
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას ეხმაურება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას ეხმაურება.

"კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისგან.

"საბჭოს წევრებმა და საზოგადოებამ მოისმინეს არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა და სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს.

"ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას," - ნათქვამია წერილში. 

დღის ამბები