24 დეკემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"მე-9 არხმა" პოლიტიკური ამოცანა შეასრულა - ვასილ მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორია. სამეურვეო საბჭომ ეს გადაწყვეტილება კენჭისყრის მეორე ტურში მიიღო. მაღლაფერიძეს საბჭოს 8 წევრიდან მხარი 6-მა დაუჭირა.

საბჭოს რამდენიმე წევრმა და პროცესის დამკვირვებლებმაც განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.

ვასილ მაღლაფერიძე კი თავის პოლიტიკურ წარსულში ნაკლს ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ პირიქით, პლიუსია.

მან ისაუბრა მისი საქმიანობის შესახებ მე-9 არხზე და აღნიშნა, რომ ამ წარსულით ამაყობს და ეს მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.

„რასაკვირველია, შეასრულა და ეს იყო პოლიტიკური ამოცანა, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან დამყარებულიყო დემოკრატია და დამთავრებულიყო ის პროცესი,“ - აცხადებს ვასილ მაღალაფერიძე მე-9 არხის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით.

საზოგადოებვრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ იმუშავებს იმისთვის, რათა არხს რეიტინგი გაეზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დატოვებს ტელევზიას. 

დღის ამბები