03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
„რუსთავი 2“-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებული რამაზ დევაძის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი „რუსთავი 2“-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც დაცვის მხარის მტკიცებით, საინფორმაციო გადაცემის ერთ-ერთი რესპოდენტის კომენტარში მდგომარეობდა.

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე 27 დეკემბერს 9 საათიან „კურიერში“ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ ისაუბრა. ადვოკატების განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, დევაძე კლუბში უიარაღოდ შევიდა.

შეგახსენებთ, ორმხრივი სროლა რომლის დროსაც თარეშ მუკბანიანი გარდაიცვალა და კიდევ 4 პირი დაიჭრა, ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში პარასკევს ღამით მოხდა. რამაზ დევაძე კრიმინალური პოლიციის 22 წლის თანამშრომლის მკვლელობის ბრალდებით სარფის გამშვებ პუნქტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს თარეშ მუკბანიანი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლითაა აღძრული.    

ამავე თემაზე
დღის ამბები