03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
ყვითელი ბარათების აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ (ფოტოკოლაჟი)

„მე არ ჩაგაძირინებთ რაჭას“, - ყვითელ ბარათებზე დაწერილი სლოგანით რაჭის მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რაჭაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

ამ წუთებში ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია იმართება, რომლის ორგანიზატორებიც აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ გამოსვლებს, სანამ სამინისტრო უარს არ იტყვის რაჭაში ჰესების მშენებლობაზე. მათი თქმით, მშენებლობა სერიოზულ ზიანს მიაყენებს რაჭის ბუნებას და კლიმატს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, შეწყვიტოს თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც ჰესის მშენებლობაზეა გაფორმებული.

დღის ამბები