03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქუთაისში მოშიმშილე პატიმარმა პირი ამოიკერა

ქუთაისის მეორე იზოლატორის წინ მოშიმშილე პატიმრის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

ოთარ აფრიდონიძემ უკვე ერთი კვირაა ხელი მიიჭედა, პირი ამოიკერა და შიმშილობს.

მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აფრიდონიძე 19 ნოემბერს სამართალდამცავებმა ქუჩაში დააკავეს და მას რამდენიმე დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს.

პატიმრის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავები ოთარ აფრიდონიძეს ემუქრებოდნენ, რომ თუ არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, მას გააუპატიურებდნენ, ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე დაიჭერდნენ. 

დღის ამბები