03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
ადგილი, სადაც ჩარლი ჩაპლინმა ცხოვრების ბოლო წლები გაატარა

ვევეში მოდის ყველა, ვისაც კინოხელოვნების მარადიული სიმბოლო ჩარლი ჩაპლინი უყვარს და მისთვის პატივის მიგება სურს. სანაპიროზე, იქ, სადაც ჩარლი ჩაპლინს სეირნობა უყვარდა, ტბაში ჩანგალი ჩაარჭეს.

ჩაპლინმა სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ შვეიცარიის ქალაქ ვევეში გაატარა. ვევეში ერთ-ერთ კაფეში ახლაც ინახება ჩაპლინის ჯოხი, რომელიც მეპატრონეს თავად ჩაპლინმა აჩუქა, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო.

მისი მდიდარი ბიოგრაგფიის ყველაზე ამაღელვებელი მომენტიც შვეიცარიაში ცხოვრებას უკავშირდება, როცა 1972 წელს ამერიკის კინოაკადემიამ მეორედ მიანიჭა ოსკარი იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რის გამოც კინემატოგრაფი მეოცე საუკუნეში ხელოვნებად იქცა.

ვილა, სადაც ჩარლი ჩაპლინი ბოლო 25 წელი ცხოვრობდა, ახლა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 1977 წლის 25 დეკემბერს, სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მსოფლიო კენემატოგრაფიის ვარსკვლავი.

11 შვილიდან ვერც ერთმა ვერ დაასრულა სახლის მუზეუმად გადაკეთება.

 

დღის ამბები