03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - რას ფიქრობენ P.S.-ის რესპონდენტები?

პოსტსკრიპტუმმა გამოკითხვა ჩაატარა და რესპონდენტებს წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის დასახელება სთხოვა. ქუჩის გამოკითხვა თბილისში, ტყიბულსა და თიანეთში ჩატარდა.

P.S. უპოვართა თავშესაფარს, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს, "რუსთავი 2-ის" დილის ეთერის ამინდის ბლოკის წამყვანს ნანუკა გოგიჩაიშვილს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შალვა ნათელაშვილს და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს მახლაზ სონღულაშვილს ესტუმრა.

წერილობით სულ 25 რეპონდენტი გამოიკითხა.

რესპონდენტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ათეულიდან პირველ ადგილზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. მეორე ადგილზე ქალებზე ძალადობის საკითხის გააქტიურება გავიდა.

ლარის კურსის ცვალებადობამ და საყდრისის საბადოს აფეთქებამ ერთნაირად 16 ხმა მოაგროვა და ორი ხმით აჯობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიცირების საკითხს.

მეექვსე ადგილი, ხალხის არჩევანის მიხედვით, ქართული ფილმების წარმატებას ერგო. ”მანდარინები” ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. ის ”სიმინდის კუნძულთან” ერთად ოსკარის 9 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ელდარ შენგელაიას ”ცისფერი მთები” კი კანის კინოფესტივალზე აჩვენეს და კინოკლასიკად აღიარეს.

კახა ბენდუქიძის გარდაცვალება, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა, 11-მა რესპოდენტმა შემოხაზა, ამდენივემ აირჩია ქართველი სამხედრო მოსამსახურის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის ამბავი.

დღის ამბები