03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპიროს გასწვრივ მოძრავ მსუბუქ ავტომობილს 40 წლის გიორგი ფანცხავა მართავდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება ბარიერებს შეეჯახა.

შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო ერთ-ერთი მგზავრი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცველები გამოძიებას ატარებენ.

მომხდარს ადასტურებენ ტრაბზონში, საქართველოს საკონსულოში. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ საქართველოში.

დღის ამბები