03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
ინდონეზიური თვითმფრინავის ძებნა განახლდა

იავის ზღვაში დაკარგული Airbus 320-ის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ამჟამად კატასტროფის სავარაუდო ადგილზე 7 გემი და 2 ვერტმფრენი მუშაობს. მალაიზიური ავიაკომპანიის AirAsia-ს კუთვნილი ლაინერი რეისს ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა.

სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლის უამინდობა. პარალელურად, ვრცელდება ურთიერთსაპირისპირო ვარაუდები. ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტის განაცხადებით, თვითმფრინავმა დიდი ალბათობით კატასტროფა განიცადა, რასაც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ვარაუდები ჯერ ნაადრევია.

"ინდონეზიის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. არ გვსურს ამ თემის სპეკულირება. თვითმფრინავი 12 საათია გაუჩინარებულია და დაძაბულობა იმატებს," - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი ფერნანდესმა.

ინდონეზიაში კი ავიალაინერთან ერთად დაკარგული 155 მგზავრის ახლობლები კრიზისულ ცენტრში არიან შეკრებილი და ბოლო ინფორმაციას ელოდებიან. სინგაპურის აეროპორტი კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მიღებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები