03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისის გადასარჩენად აქციას აწყობს

საყდრისის თემაზე დღეს თბილისში აქციას გამართავს სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი". ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთნ გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ შეწყდეს სამუშაოები საბადოზე.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი განადგურების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად იბრძვიან და მიმართავენ მთავრობას, შეწყდეს საკითხის პოლიტიზება.

ახალგაზრდები მსგავს აქციებს პერმამენტულად გამართავენ. "მწვანე მუშტის" მსვლელობას დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც შეურთდებიან.

"მოთხოვნა უმთავრესად იქნება ის, რომ შეჩერდეს აფეთქებითი სამუშაოები და მინდა მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ მოახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას," - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები