03 ოქტომბერი 2024,   13:06
ვრცლად
საქველმოქმედო კონცერტის მონაწილე უცხოელი მუსიკოსები პატრიარქმა მიიღო

საქველმოქმედო კონცერტი ოთხი ბავშვის გადასარჩენად. ღონისძიება ცნობილი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხის" ინიციატივით ტარდება. სპეციალურად ამ კონცერტში მონაწილეობისთვის თბილისში ცნობილი მუსიკოსები ჩამოვიდნენ. კონცერტამდე ისინი სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო. მათ ილია მეორის თხოვნით "ავე მარია" შეასრულეს.

კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები დალოცა და წარმატებები უსურვა. დღევანდელი კონცერტი რუსთაველის თეატრში საღამოს ათ საათზე დაიწყება. შემოსული თანხა ამჯერად ოთხი ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები