03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
"მარტინის" მთავარი პრიზი "პორშე911" შსს-ს თანამშრომელმა მოიგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა საერთაშორისო კონკურსი ავტომობილი „პორშე 911“ მოიგო. სოფო სალუქვაძე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელია. მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბრენდ „მარტინის“ გლობალურ კამპანიაში Race To Desire. კონკურსის პრიზებს შორის იყო "პორშე 911“.

სოფო სალუქვაძემ საქართველოდან 4000-ს კონკურსანტს აჯობა, ჟიურიმ კი მის მიერ გადაღებული ფოტო საუკეთესოდ შეაფასა და სუპერფინალზე მიიწვია, სადაც 15 ქვეყნიდან შერჩეულ კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ იმსახურებდნენ „პორშე 911“-ის მოგებას. ქართველმა მონაწილემ ჟიურისთვის იმღერა და შეძლო კიდეც მათი აღფრთოვანება.  გამარჯვება მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ მიულოცა.

დღის ამბები