03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საპროტესტო აქცია საკრებულოს სხდომის პარალელურად

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობამ” დღეს საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრები და არქიტექტორთა ერთი ნაწილი პანორამა თბილისის პროექტის  მშენებლობის გამო მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ზონისთვის რეკრეაციული სტატუსის შესაძლო შეცვლას აპროტესტებს.

დღეს საკრებულოში სწორედ ამ საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.

„თბილისის ეს ნაწილი მოქცეულია იმ პროექტში, რომელსაც „პანორამა თბილისი” ითვალისწინებს. მერიისა და საკრებულოს გეგმით, ისინი ცდილობენ, რომ ამ ზონას რეკრეაციული სტატუსი მოეხსნას და მიენიჭოს ისეთი სტატუსი, რაც მასშტაბური სამუშაოების ჩატარების საშუალებას მისცემს. ჩვენ ამ გეგმას ვაპროტესტებთ,” - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მოძრაობის წევრებს შეუერთდა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ის სრულად იზიარებს „პარტიზანული მებაღეობის” პრეტენზიებს.

დღის ამბები