03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
ცეცხლწაკიდებულ ბორანზე 8-დან 5 ქართველი გადაარჩინეს

იტალიაში ნახევრად დამწვარი ბორნიდან მგზავრების გამოყვანა ამ დრომდე გრძელდება. თუმცა მაშველები მგზავრთა იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ. დაკარგულად ითვლება საქართველოს 3 მოქალაქე. სულ კი შემთხვევის დროს ბორანზე 8 ქართველი იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 3 მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალბატონი იტალიის ქალაქ ბარიში არის გადაყვანილი და მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. რამდენად რეალურია ინფორმაცია, ამის გადასამოწმებლად ადგილზე უკვე გაემგზავრნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნია მამა ილია კარტოზიაც, რომელიც გემზე იმყოფებოდა. საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ის შესაძლოა იმ 70 მოქალაქეს შორის იყოს, რომლები ბორნიდან სხვა გემზე გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია არ არის დაზუსტებული. 

დაკარგულად მიიჩნევა თეიმურაზ კინწურაშვილიც. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები