03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
დაბა კაზრეთის კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები "არემჯი გოლდს" მხარდაჭერას უცხადებენ

დაბა კაზრეთის კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები კომპანია ,,არემჯი გოლდს’’ მხარდაჭერას უცხადებენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საყრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები შეწყდება, ეს დააზიანებს ბოლნისის რაიონს, ათასობით ოჯახი კი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

ბოლნისის ფეხბურთის საბავშვო გუნდის მწვრთნელი ბახვა მოსეშვილი ამბობს, რომ კომპანია გუნდისთვის ყიდულობს ყველა საჭირო სპორტულ ინვენტარს.

ანსამბლ „მართვეს“ ქორეოგრაფი გია ტატიშვილის თქმით, კომპანიის გაჩერება გამოიწვევს სერიოზულ კრიზისს.

"ჩვენ ვხედავთ კომპანიის გაჩერების შემთხვევაში რა მდგომარეობაში ჩავარდება კულტურა, ამიტომ ჩემი ანსამბლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ კომპანიას და სასტიკად ვეწინააღმდეგებით მისი საქმიანობის გაჩერებას,"  - განაცხადა გია ტატიშვილმა.

დღის ამბები