03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
5 დაღუპული და ათობით დაშავებული - იტალიაში დამწვარი ბორნიდან ყველა მგზავრი გამოიყვანეს

იტალიაში ბორნიდან, რომელიც ნახევრად დაიწვა, ყველა მგზავრი გამოიყვანეს. ათობით დაშავებული ქალაქ ბარის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ხუთს შეადგენს. დაღუპულთაგან ოთხის ვინაობა უცნობია ერთი კი საბერძნეთის მოქალაქეა. 

ამ დრომდე უცნობია 8 დან 2 ქართველის ადგილსამყოფელი. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. 

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობას კვლავ აკრძელებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები