03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
დამწვარი ბორანი - გადარჩენილი ქართველებიდან ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია

იტალია-საბერძნეთის წყლებში დამწვარ ბორანზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. ბორანზე, სადაც ჯამში 422 ადამიანი იმყოფებოდა, ყველას ევაკუაცია განხორციელდა. მგზავრების ნაწილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილთა რიცხვი მთელი დღის განამვლობაში იცვლება ამ დროისათვის დაღუპულთა რაოდენობა 7-ს შეადგენს.

ბორტზე 8 ქართველიც იმყოფებოდა, ერთ-ერთი ორსული ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა და ის ამ დროისთვის ქალაქ ბარის საავადმყოფოში იმყოფება.

კურიერის ინფორმაციით გადარჩენილ ქართველ მგზავრებს შორის 8 წლის საბა შალამბერიძეა. ის ამ დროისთვის იტალიის ქალაქ ბარში იმყოფება. 

ბორტზე მყოფი 2 ქართველის ადგილსამყოფელი კი უცნობია. დაკარგულთა შორის ერთერტი სასულიერო პირია, რომელიც იტალიაში მოსალოცად მრევლთან ერთად მიდიოდა.

არაოფიციალური ინფორმაციით ორივე დაკარგული ქართველის ევაკუაცია დროულად მოხდა და ისინი უსაფრთხო ზონაში იმყოფებიან. თუმცა ამას საქართველოს საელჩო ოფიციალურად არ ადასტურებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები