03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
დიდთოვლობა ევროპაში - გაჩერებული აეროპორტები

დიდთოვლობა ევროპაში. სტიქია ერთდროულად გერმანიას, საფრანგეთს, რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთს დაატყდა თავს.

უამინდობის გამო გერმანიის სამხრეთ რეგიონებში გზები ჩაიკეტა, შეფერხდა ავიამიმოსვლაც. ქვეყნის უმსხვილეს, ფრანკფურტის აეროპორტში ათობით რეისი გადაიდო, რის გამოც მგზავრებს მოსაცდელ დარბაზებში მოუწიათ ყოფნა.

ანალოგიური ვითარებაა საფრანგეთის ალპებშიც, სადაც ორი დღის განმავლობაში ათასობით ავტომობილი აღმოჩნდა გზაში ჩარჩენილი.

გავრცელებული ცნობით, საგანგებოდ მოწყობილ თავშესაფრებში ღამე 15 ათასმა ადამიანმა გაათენა.

დღის ამბები