03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
სად რას ნახავენ საახალწლოდ ბავშვები?

მრავალფეროვანი და დატვირთულია ახალი წლის დღეებში კინო და თეატრალური აფიშა. ჯადოსნური ისტორიები, რომლებიც წელიწადში ერთხელ ხდება. პატარებს საყვარელ გმირებთან შეხვედრის გარდა მსოფლიო პრემიერებიც ელოდებათ

რუსთაველის თეატრი ახალ წელს ძველი და ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით სთავაზობს საახალწლო წარმოდგენას. „ჯადოსნური ღამის“ პრემიერა 3 იანვარს შედგება. მარჯანიშვილის თეატრში კი 3 იანვარს ჩარლს დიკენსის ”საშობაო სიმღერას ” გააცოცხლებენ. მუსკომედიის თეატრშიც საშობაო ზღაპარს უჩვენებენ. ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში კი დიმიტრი ხვთისიაშვილის საპრემიერო სპექტაკლი ” საახალწლო ღამის კოსმიური სტუმრები” ქართულ და რუსულ ენებზე 12 იანვრამდე დარჩება.

სათავგადასავლო და საგმირო საქმეებზე ქართულ კინოთეტრებშიც ყვებიან. საახალწლოდ კინოეკრანებზე ”ცელქი ბავშვები -ოპერაცია მონერიბუსი” გამოჩნდა. ზურა მენთეშაშვილის კომედიის პრემიერა 2 კვირის წინ გაიმართა, თუმცა სიახლეები ამით არ შემოიფარგლება. პატარა მაყურებლებს 8 იანვრიდან მსოფლიო პრემიერას უმზადებენ. 3 დე ანიმაცია ”ყინულის დედოფალი 2 ” კინოეკრანებზე გამოდის.

დღის ამბები