03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
წიწამურში ილია ჭავჭავაძის მონუმენტის რეაბილიტაცია დასრულებულია

წიწამურში ილია ჭავჭავაძის მონუმენტის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეს გაგრძელდა და დღეს მონუმენტი ოფიციალურად გაიხსნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მთავრობის დავალებით, სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის ავტორს, არქიტექტორ, თეიმურაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები