03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ჩხუბი საკრებულოში - დაკავებული 4 პირი [ფოტო]

ჩხუბი, რომელიც საკრებულოს შენობაში დაიწყო, გარეთ მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

"პარტიზანი მებაღეები” ჯერ საკრებულოს შენობიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც მათ შენობაში შესვლა კიდევ სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

სწორედ ამ დროს დაიწყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ამ დროს სამართალდამცავებმა აქციაში მონაწილე 4 პირი დააკავეს.

მანამდე კი დაპირისპირება  საკრებულოში  მოხდა. დეპუტატებსა და „პარტიზან მებაღეებს" შორის ჩხუბი "პანორამა თბილისის" პროექტს მოჰყვა. ჩხუბში მონაწილეობას საკრებულოს დეპუტატები, სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე, მონაწილეობდნენ, რომლებიც პროექტ "პანორამა თბილისს" მხარს უჭერენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა, საკრებულოს დაცვის წევრებმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს და შენობიდან „პარტიზანი მებაღეები“ გამოაძევეს. 

დღის ამბები