03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას ტყუილში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედაქალაქის მერს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის, განცხადებით, დავით ნარმანიას დაპირება იმის შესახებ, რომ ყველა ოჯახი 20 ლარიან ვაუჩერს მიიღებდა, „მორიგი ტყუილი“ აღმოჩნდა.

საკრებულოს ფრაქცია ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამაზ შოშიაშვილი, კი განმარტავს, რომ ერთსულიანი აბონენტი მიღებს მხოლოდ 14 ლარსა და 10 თეთრს თვეში, 2 სულიანი  - 16 ლარსა და 60 თეთრს, ხოლო 3 სულიანი აბონენტი - 19 ლარს და 10 თეთრს. შოშიაშვილის თქმით, თბილისში 385 ათასი აბონენტია, რომელთაგან 298 ათასს უმცირდება კომუნალური გადასახადი.

ოპონენტების კრიტიკას უმრავლესობის წევრებმა საკუთარი არგუმენტებით უპასუხეს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, აცხადებს, რომ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დავალიანების გადახდა ხდება სულადობის მიხედვით.

საკრებულოს სხდომაზე უმცირესობას ე.წ. მოდელირებული "ქრონიკა" შეახსენეს და განუცხადეს, რომ „მოდელირებული ქრონიკის ავტორები ტყუილზე არ უნდა საუბრობდნენ.“

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, კი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეახსენა, რომ სოციალურად დაუცველების დახმარება გაორმაგებულია.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები