03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა გოგოს ესროლეს

თბილისში ახალგაზრდა გოგოს ესროლეს. შემთხვევა აეროპორტის გზაზე მოხდა. 

მომხდარის ორი ვერსია არსებობს. ერთის თანახმად, წყვილს, რომელიც აეროპორტის გზაზე მანქანით გადაადგილდებოდა, ორი შეიარაღებული პირი წინ გადაუდგა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა. თუმცა, მათ მანქანა არ გააჩერეს, რასაც სროლა მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თავდასხმა არ მომხდარა და შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა.

სამინისტროს პრესამსახური დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა, აცხადებს, რომ იარაღის მფლობელი, რომელმაც გაისროლა, დაკავებულია. 

"რუსთავი 2"  ამ დროისთვის ცდილობს დაშავებული გოგონას მდგომარეობის გარკვევას და მას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. 

დღის ამბები