03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
შეწყალებული პატიმრები ციხეებს ტოვებენ

პრეზიდენტის გადაწვეტილებით, ახალ წელს სახლში 63 პატიმარი შეხვდება, მათ შორის 1 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი პატიმარი გლდანის მერვე საპყრობილიდან გათავისუფლდა.

შეწყალების აქტი, 63 პატიმრის გარდა, 21 მსჯავრდებულსაც შეეხო. პრეზიდენტმა დღეს სულ 84 პატიმარი შეიწყალა. მათ ნაწილს სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

შეწყალების კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში 493 პატიმრის საქმე განიხილა.

შეწყალებულებს შორის არ არიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. კომისიამ რეკომენდაცია მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს გაუწია. მათი ნაწილი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული უკვე ყოფილი პატიმრები დღეიდან რეაბილიტაციის ახალ პროექტშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლას ყოფილი პატიმრები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ. ყოფილ მსჯავრდებულებს სამუშაოს მოძებნაშიც დაეხმარებიან და იურიდიულ კონსულტაციებსაც გაუწევენ.

ახალი საპრეზიდენტო პროგრამით სარგებლობა დღეს გათავისუფლებულ პატიმრებთან ერთად, იმ მსჯავრდებულებსაც შეუძლიათ, რომლებმაც პრეზიდენტის გადაწვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები ბოლო პერიოდში შეწყალების მეშვეობით დატოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები