03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
მთავრობა საყდრისის მცველების მოთხოვნას ისევ არ იზიარებს

საზოგადოების ნაწილის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად მთავრობა საყდრისში სამუშაოების გაგრძელების ნებართვას მხარს უჭერს.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მაღაროში ასობით ადგილობრივი ოჯახია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  კვლევების გაგრძელების საშუალება არ არსებობს, რადგან ობიექტის დანგრევის რისკი საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ადგილზე დასაქმებული 3 ათასი ოჯახის წინაშე ვალდებულებას არ აიღებს.

პრემიერს განცხადებამდე ადმინისტრაციაში ბოლნისიდან მოსახლეობის ის ნაწილი ჩამოვიდა, ვინც უკვე წლებია, საყდრისის ტერიტორიაზე მუშაობს. მათ საქართველოს მთავრობას თხოვნა სამუშაოების გაგრძელების შესახებ წერილობით გაუგზავნეს.

ბოლნისის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ მუშაობის ნებართვას ითხოვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ, თავი დაანებონ ამ თემაზე საუბარს.

საყდრისის მცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების გაგრძელებას და მთავრობის პოზიციას დანაშაულს უწოდებენ.

კომპანია „არ-ემ-ჯი“-ს საყრდისში სამუშაოების გაგრძელების ლიცენზია ხვალ ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებართვას მიიღებენ, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მოპოვება საუკუნეებია, მიმდინარეობს, სამუშაოები გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები