03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
გარდაცვლილი მამა ილია კარტოზიას ცხედრის იდენტიფიცირება ფოტოთი მოხდა

იტალიური ბორნის მსხვერპლთა სიაში ქართული გვარიც ფიგურირებს. მამა ილია კარტოზია მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იტალიაში მოსალოცად მიემგზავრებოდა.

მისი გარდაცვალების ფაქტი უკვე დაადასტურა საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ.

დანარჩენი 7 ქართველის გამოყვანა მაშველებმა უვნებლად შეძლეს და ისინი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, იმყოფებიან.

ილია კარტოზიას  ცხედრის ამოცნობა ფოტოთი მოხდა. მისი იდენტიფიცირება მრევლის დახმარებით მოხერხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს, რომ მისი გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდეს.

ცეცხლმოდებულ ბორანზე სულ 8 ქართველი იმყოფებოდა. 5 მათგანის და მათ შორის 9 წლის ბავშვის ევაკუაცია ცეცხლის გაჩენიდან მალევე მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები