03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
თბილისი გრანდიოზული საახალწლო კონცერტისთვის ემზადება

რამდენიმე საათი დარჩა ახალი წლის დადგომამდე. ცენტრალური კონცერტისთვის მზადება თბილისში, რიყეზე მიმდინარეობს, სადაც დეკორაციები უკვე მოწყობილია, სცენა დადგმულია.

წარმოდგენის ორგანიზატორები თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ევროპის მოედანზე შთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდებიან.

"ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული, ასეთი დიდი სცენა ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სცენები შეცვლის ერთმანეთს. აპარატურა სრულ მზადყოფნაშია, საბოლოო რეპეტიციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ყველაფერი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე," - განაცხადა თბილისის მერმა.

ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად 12:00 საათზე გაიმართება გრანდიოზული ფეიერვერკი, ფოლკლორული ანსამბლები კი მრავალჟამიერით გააცილებენ 2014 წელს. კონცერტში მონაწილეობას იღებენ უცხოეთიდან მოწვეული ვარსკვლავები.

ღონისძიება 3 საათზე დასრულდება.

დღის ამბები