03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
დაკავებული ”პარტიზანი მებაღეები” პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

სამართალდამცველების მიერ გუშინ საკრებულოსთან დაკავებული „პარტიზანი მებაღეები” ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვების უფლება მათ სასამართლოში მისვლის ხელწერილის დაწერის შემდეგ მისცეს.

„წაგვიყენეს 3 მუხლი და არც გვიხსნიდნენ რატომ ვართ აქ. ერთადერთი, რაზეც მოვაწერეთ ხელი, რომ წარვდგებით სასამართლოს წინაშე,” - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

დაკავებულების თანაგუნდელი „პარტიზანი მებაღეები” კი გვიან ღამემდე საკრებულოს შენობის წინ იყვნენ შეკრებილი და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, სოლოლაკის ფერდობს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა. გადაწყვეტილება ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, 23 ხმით მიიღეს.

„პარტიზანმა მებაღეებმა” საკრებულოს სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გახსნილი უნდა ყოფილიყო მოქალაქეებისთვის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები