03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
მამა ილიას გადმოსვენების თარიღი მალე გაირკვევა

მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოსთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ საზღვაო კატასტროფაში დაღუპული სასულიერო პირი საქართველოში, რაც შეიძლება, მალე ჩამოასვენონ.

დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მაშველებმა გუშინ ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს. ის მრევლთან ერთად იტალიაში მოსალოცად მიემგზავრებოდა. ბორანზე მყოფი დანარჩენი 7 ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ყველა ქართველი ქალაქ ბარიშია, თავს ნორმალურად გრძნობენ. მამა ილიაც უკვე გადმოსვენებულია, დილით შედგება ცხედრის ოფიციალური ამოცნობა და მერე უკვე ყველაფერს, როგორც წესი და რიგია, ისე მივხედავთ. პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გავივლით,” - განაცხადა საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები