03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
„რუსთავი 2” მაყურებელს ახალი წლის ღამეს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება

სრულიად განსხვავებულ საახალწლო პროგრამას ამზადებს „რუსთავი 2” მაყურებლისთვის. ყველაზე უცნაური სიახლე იქნება ის, რომ 9-საათიანი „კურიერის” უცვლელი წამყვანები ზაალ უდუმაშვილი და დიანა ჯოჯუა წლის ბოლო საინფორმაციო გამოშვებას თბილისის ცენტრიდან წაიყვანენ. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ღია ცის ქვეშ სტუდიის მონტაჟი უკვე დაწყებულია.

„კურიერი” იქნება დატვირთული სახალისო ამბებით, მთელი წლის განმავლობაში მოგროვებული კურიოზებითა და წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასებით.

ასევე, „რუსთავი 2-ის” ორგანიზებით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მთავარი კონცერტი კი ფილარმონიაში 11 საათზე დაიწყება.

„ჩვენ პირველად ვტოვებთ სტუდიას, საახალწლო „კურიერი” ქალაქის ცენტრიდან გავა პირდაპირ ეთერში და იმედია, ამინდიც შეგვიწყობს ხელს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელოდება,” - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები